თამილა გვარამაძე
Sunday, March 31, 2013
საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები
პროექტის
სახელწოდება: საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები
პროექტის მთავარი იდეა(თამა) 1-2 წინადადებით
მსოფლიო
ლიტერატურის საგანძურიდან პერსონაჟების გაცნობა
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები წაიკითხავენ და გაეცნობიან მსოფლიო მხატრული
ლიტერატურის ნიმუშებს, დაწერენ არგუმენტირებულ ესეებს საყვარელი პერსონაჟების ფსიქოლოგიური
პორტრეტების გათვალისწინებით.
პროექტის მიზნებია: მოსწავლეები გაეცნობიან მხატვრულ ლიტერატურას, შეძლებენ
ერთმანეთისაგან განასხვავონ პერსონაჟთა ფსიქო-ტიპები, შეაფასონ ისინი, გააანალიზონ
მათი ქმედების მოტივი, შექმნან მათი სახეების შეჯერებით ახალი მხატვრული სახეები.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალმოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება
შეიქმნას:
შექმნან
ლიტერატურული ხელნაწერი ალმანახი საყვარელი პერსონაჟების მიხედვით დაწერილი არგუმენტირებული
ესეებით; PowerPoint-ში შექმნან პრეზენტაცია საყვარელი გმირების უკეთ წარმოსაჩენად
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელო, საწერი
კალამი, რვეული, პროექტორი, კომპიუტერი, კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
ბავშვები
ირჩევენ თემას, ყალიბდება საპროექტო ჯგუფები; შეიმუშავებენ სამუშაო გეგმას, ირჩევენ
ჯგუფის ლიდერს, რომელიც პასუხისმგებელია კონკრეტული საქმიანობის შედეგზე; ერთი თვის
განმავლობაში აგროვებენ მასალას და ჯგუფის ლიდერს აბარებენ, შემდეგ ამზადებენ პრეზენტაციას,
რომელსაც მასწავლებელს წარუდგენენ თვის ბოლოს; შეფასება ხდება მოსწავლეების მიერ ჩაბარებული
ანგარიშის და მათი ჩართულობის მიხედვით.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სტანდარტების მიღწევა და შესაბამისი უნარების ყოფა-ცხოვრებაში
გამოყენება
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თამილა
გვარამაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: gvaramadzetamila@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)