Sunday, March 31, 2013

საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები


თამილა გვარამაძე
პროექტის სახელწოდება: საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები
პროექტის მთავარი იდეა(თამა) 1-2 წინადადებით
მსოფლიო ლიტერატურის საგანძურიდან პერსონაჟების გაცნობა
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები წაიკითხავენ და გაეცნობიან მსოფლიო მხატრული ლიტერატურის ნიმუშებს, დაწერენ არგუმენტირებულ ესეებს საყვარელი პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტების გათვალისწინებით.
პროექტის მიზნებია: მოსწავლეები გაეცნობიან მხატვრულ ლიტერატურას, შეძლებენ ერთმანეთისაგან განასხვავონ პერსონაჟთა ფსიქო-ტიპები, შეაფასონ ისინი, გააანალიზონ მათი ქმედების მოტივი, შექმნან მათი სახეების შეჯერებით ახალი მხატვრული სახეები.
მოსწავლეთა ასაკი: 16-17  წელი
 





ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალმოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შექმნან ლიტერატურული ხელნაწერი ალმანახი საყვარელი პერსონაჟების მიხედვით დაწერილი არგუმენტირებული ესეებით; PowerPoint-ში შექმნან პრეზენტაცია საყვარელი გმირების  უკეთ წარმოსაჩენად
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელო, საწერი კალამი, რვეული, პროექტორი, კომპიუტერი, კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
ბავშვები ირჩევენ თემას, ყალიბდება საპროექტო ჯგუფები; შეიმუშავებენ სამუშაო გეგმას, ირჩევენ ჯგუფის ლიდერს, რომელიც პასუხისმგებელია კონკრეტული საქმიანობის შედეგზე; ერთი თვის განმავლობაში აგროვებენ მასალას და ჯგუფის ლიდერს აბარებენ, შემდეგ ამზადებენ პრეზენტაციას, რომელსაც მასწავლებელს წარუდგენენ თვის ბოლოს; შეფასება ხდება მოსწავლეების მიერ ჩაბარებული ანგარიშის და მათი ჩართულობის მიხედვით.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  სტანდარტების მიღწევა და შესაბამისი უნარების ყოფა-ცხოვრებაში გამოყენება
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თამილა გვარამაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: gvaramadzetamila@gmail.com




No comments:

Post a Comment